23:55 | 2021-06-08 ავტორი: Prime Time

რას ამბობს გიორგი გახარია საფრანგეთში შეძენილ ბინაზე, რომელიც 470 ათასი ევრო ღირს

რას ამბობს გიორგი გახარია საფრანგეთში შეძენილ ბინაზე, რომელიც 470 ათასი ევრო ღირს

გიორგი გახარია გადაცემაში „რეაქცია“ განმარტავს რატომ იყიდა მისმა მეუღლემ ბინა საფრანგეთში, რომელიც როგორც დეკლარაციაში წერია 470 ათასი ევრო ღირდა.

 

მისი თქმით, ეს თანხა 2 წლის წინ არ გაჩენილა და მას დეპოზიტზე აგროვებდნენ.

 

„ზუსტად არ მახსოვს რამდენი გადავიხადეთ. ჩემი დეკლარაცია ივსება 5-6 წელია. ეს ფული, რომელითაც მეუღლემ ბინა შეიძინა, დეკლარაციაშიც ფიგურირებს. ეს ფული მეუღლეს ედო დეპოზიტზე“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გიორგი გახარიას პირადი ცხოვრება და ოჯახური ფოტოები 
2021-02-18გიორგი გახარიას პირადი ცხოვრება და ოჯახური ფოტოები 

 

საფრანგეთში ბინის შეძენის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიაში bm.ge-მ გაავრცელა.

 

როგორც გამოცემა წერდა, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტის თანახმად მისმა მეუღლემ მარიკა ფანცულაიამ 2020 წელს პარიზის მახლობლად, Le Perreux-sur-Marne-ში ბინა შეიძინა. ბინის ნასყიდობის ღირებულებად 472,400 ევრო არის მითითებული, ფართობი კი 83 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

 

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ექს-პრემიერის ოჯახმა საფრანგეთში უძრავი ქონება დანაზოგის მეშვეობით შეიძინა. გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაია წინა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, “საქართველოს ბანკში” 538 ათასი დოლარის მოცულობის დანაზოგს ფლობდა. ამასთანავე, 2020 წელს ამ დანაზოგს $20.3 ათასის საპროცენტო სარგებელი დაერიცხა, რაც მას 558 ათასამდე გაზრდიდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X