13:43 | 2021-06-09 ავტორი: თეონა ყაჭიური

როდის არის საგანგაშო, როდესაც ბავშვი არ ლაპარაკობს – სპეციალისტის რჩევები და განმარტებები

როდის არის საგანგაშო, როდესაც ბავშვი არ ლაპარაკობს – სპეციალისტის რჩევები და განმარტებები

ბავშვების ზრდა-განვითარებასთან ერთად ყურადღება ბევრი დეტალისთვის არის მისაქცევი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც მშობლებს აწუხებთ არის მეტყველება. შემთხვევები, როდესაც ბავშვი გვიან იწყებს ლაპარაკს.

 

ფსიქოლოგის დოქტორი, ლიკა მერაბიშვილის განმარტავს, როდის არის საგანგაშო, თუ ბავშვი არ ლაპარაკობს.

 

რომელი ინფექციებია გავრცელებული ზაფხულში - რას უნდა ველოდოთ
2021-06-09რომელი ინფექციებია გავრცელებული ზაფხულში - რას უნდა ველოდოთ

 

როგორც სპეციალისტი „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას აღნიშნავს, ზოგადად, ბავშვებს მუცელში ყოფნისას ესმით ყველაფერი და პირველი კომუნიკაცია სწორედ მაშინ ხდება.

 

„8 თვის ასაკიდან შეიძლება წამოისროლოს სიტყვები, ოღონდ ეს იქნება არამიზანმიმართული.​ ​ერთი წლის ასაკიდან ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს მიზანმიმართული სიტყვების თქმა, მაგალითად დედას ხედავდეს და თქვას რომ ის დედაა.

 

2 წლის ასაკში ბავშვს უნდა ჰქონდეს დაგროვილი 50-80 სიტყვამდე. ეს გარშემომყოფების გავლენაზეცაა დამოკიდებული. 4 წლის ასაკიდან ბავშვი უკვე ზმნებით საუბრობს, შემოდის ზედსართავი სახელები და ემოციური ლაპარაკი“,- განმარტავს ლიკა მერაბიშვილი.

 

როდის უნდა მიაკითხოს მშობელმა სპეციალისტს 

 

როგორც ფსიქოლოგის დოქტორი ამბობს, წლინახევრიდან ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს კომუნიკაცია, რაც გამოხატული იქნება თუნდაც მინიშნებებით და არა მეტყველებით.

 

 

„თუ ხედავთ, რომ წლინახევრის ასაკში ბავშვი არ საუბრობს (იგულისხმება სიტყვები), შეიძლება ის სხვანაირად შემოდიოდეს კომუნიკაციაში, მაგალითად მინიშნებებით, ესეც ერთგვარი კომუნიკაციაა და ეს არ არის საგანგაშო.

 

თუ ასეთ პატარა დაკვირვებებს მშობელი ჩაატარებს, უფრო კარგად განსაზღვრავს მოვლენებს, მაგალითად თუ კითხავ ბავშვს სად არის ბურთი, სად გაქვს ცხვირი და ა.შ, მისგან კი მინიშნებები წამოვა, ესეც მეტყველების ფორმაა.

 

თუ მსგავსი კომუნიკაცია ბავშვთან ვერ შედგა, მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტს“,- ამბობს ლიკა მერაბიშვილი.

 

მისივე განმარტებით, ბავშვთან კომუნიკაცია მნიშნველოვანია, თუმცა თანამედროვე სამყაროში ეს ჭირს. ზოგადად, სპეციალისტების განმარტებით, თანამედროვე ტექნიკის გამოყენება 2 წლამდე არ არის რეკომენდირებული.

 

იმისთვის, რომ ბავშვთან კომუნიკაცია დავამყაროთ, იგი დიალოგში უნდა ჩავრთოთ, წავუკითხოთ წიგნები, ასევე სპეციალურ თამაშები და სავარჯიშოები, რომლებიც Youtube-ზეც დევს.

 

ასევე ნახეთ:

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X