13:42 | 2021-06-10 ავტორი: Prime Time

ეს გზა ერთად უნდა გავიაროთ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად – ილია მეორე

ეს გზა ერთად უნდა გავიაროთ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა.

მეუფე იაკობი: პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, ნინოწმინდის პანსიონში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა
2021-06-10მეუფე იაკობი: პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, ნინოწმინდის პანსიონში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა

 

უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

 

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ღმერთი მოწყალეა. სახარებაში სწერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ სიხარულითა დიდითა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გზა, ჩვენ უნდა გავიაროთ.

 

ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა“,- ბრძანა პატრიარქმა.

ავტორი: Prime Time

X