23:03 | 2020-03-29 ავტორი: Prime Time

ამ ნერვიულობის და პანიკის ფონზე იმედი მაქვს ჩემი გამოსვლა გაგაბედნიერებთ – ნუცა ბუზალაძემ რუსული მუსიკალური შოუს ფინალში იმღერა

ამ ნერვიულობის და პანიკის ფონზე იმედი მაქვს ჩემი გამოსვლა გაგაბედნიერებთ – ნუცა ბუზალაძემ რუსული მუსიკალური შოუს ფინალში იმღერა

ქართველმა მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ რუსული მუსიკალური შოუს – „Ну-ка все вместе“-ს ფინალში იმღერა. მომღერალმა სოციალურ ქსელში თავისი სიმღერის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. ბუზალაძემ ჯგუფ Radiohead-ის სიმღერა Creed შეასრულა.

 

„ესეც ფინალი!!! ჩემო საყვარელო ქართველებო ამ ნერვიულობის და პანიკის ფონზე იმედი მაქვს რომ ჩემი გამოსვლა გაგაბედნიერებთ და გაგახარებთ , მიყვარხართ ! ყველა ჩემი გამოსვლა, არ აქვს მნიშვნელობა სად, ყოველთვის გეძღვნებათ თქვენ. ვამაყობ რომ ქართველი ვარ“, – წერს ბუზალაძე საკუთარ Facebook-გვერდზე.

ავტორი: Prime Time

X