15:44 | 2021-06-10 ავტორი: Prime Time

რატი ბრეგაძემ და ანრი ოხანაშვილმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს

რატი ბრეგაძემ და ანრი ოხანაშვილმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს

იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.  მხარეებს შორის პარტნიორობა კანონშემოქმედებითი მიმართულებით  კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში  მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებულ არაერთ  ინიციატივას წარადგენს.

 

რატი ბრეგაძემ პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა   იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა.  მხარეებმა ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.   შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: თორნიკე ჭეიშვილი, ბექა ძამაშვილი, აკაკი საღირაშვილი და ბუბა ლომუაშვილი დაესწრნენ.

 

მხარეებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. მათ შორის საუბარი შეეხო ცვლილებებს, რომლებიც „ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, „სისხლის სამართლის კოდექსს“ და „მეწარმეთა შესახებ“ კანონებს უკავშირდება.

 

ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრს ყველა მის მნიშვნელოვან ინიციატივასა და დაგეგმილ რეფორმაში  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

(NS)

ავტორი: Prime Time

X