15:19 | 2021-06-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

როგორ არ უნდა მოხვდეს დიდი რაოდენობით ტყვია ბავშვის ორგანიზმში – გიორგი ღოღობერიძის რჩევები მშობლებს

როგორ არ უნდა მოხვდეს დიდი რაოდენობით ტყვია ბავშვის ორგანიზმში – გიორგი ღოღობერიძის რჩევები მშობლებს

მთელი დღის განმავლობაში ბავშვს ისეთ გარემოში და ნივთებთან უწევს ურთიერთობა, რომელიც შესაძლოა, დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს. ასეთ დროს ტყვია ბავშის ორგანიზმში მარტივად ხვდება, რამაც ორგანიზმი შეიძლება სხვადასხვანაირად დააზიანოს.

 

ექიმი გიორგი ღოღობერიძე იმ პრევენციულ ზომებზე საუბრობს რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბავშვის ორგანიზმში ნაკლები ტყვია მოხვდეს. ამის შესახებ გიორგი ღოღობერიძემ „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში ისაუბრა.

 

ექიმის რჩევები ასეთია: 

 

ხელის ხშირი დაბანა

 

ხელის დაბანა იქნებოდა ძალიან კარგი ალტერნატივა განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში. ასევე კარგი იქნებოდა, რომ ბავშვი გადავაჩვიოთ ხშირად ხელის პირში ჩადებას.

 

ხელის დაბანა ცივი წყლით – სასურველია ბავშვისთვის ხელის დაბანა ცივი წყლით, რადგან ზოგადად, ცხელი წყლის დროს უფრო კარგად იხსნება ტყვია. ამასთან, როდესაც ონკანს მოვხსნით, ცოტა ხანს წყალმა უნდა იდინოს, რადგან ძველი მილებიდან არ მოხდეს ტყვიის მოხვედრა ბავშვებში. ამიტომ სასურველია რომ სახლში ძველი მილიები გამოცვლილი იყოს.

 

სუნელები: ქართული სუნელების შემთხვევაში იშვიათად ხდება, თუმცა ზოგჯერ ისინი მაინც შეიცავს ტყვიას, რაც შემდეგ ბავშვის ორგანიზმში ხვდება.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თუ ბავშვს ორგანიზმში აქვს თუთიის, რკინის ან კალციუმის ნაკლებობა, ასეთ დროს ტყვიის ათვისება ორგანიზმში უფრო სწრაფად ხდება.

 

 

მკურნალობის სქემა 

 

მკურნალობის სქემა მთლიანად დამოკიდებულია ტყვიის რაოდენობაზე. თუ რაოდენობა 114 ერთეულია, მკურნალობა არ ხდება. ასეთ დროს ხელმეორედ ვსწავლობთ ადამიანს.

 

თუ ტყვიის რაოდენობა 15-19 ერთეულია, უნდა შევისწავლოთ სახლში რა იყო ტყვიის წყარო;

 

20-44 ერთეული – ამ დროს რა დაზიანებებიც აქვს ადამიანს ორგანიზმში, იმისი მკურნალობა უნდა დავიწყოთ;

 

45-69 ერთეული – ასეთ შემთხვევაში ტყვია უნდა გამოძევდეს ორგანიზმიდან.

 

გამოძევება ხდება სპეციალური ქიმიური ნაერთების საშუალებით, რომლებიც არ არის ხელმისწავდომი.

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X