16:24 | 2021-06-14 ავტორი: თამარ გონგაძე

“აქამდე არ ვიცოდი, ეს გრძნობა რა ყოფილა…” – ნანი ბრეგვაძე შვილიშვილის წარმატების შესახებ

“აქამდე არ ვიცოდი, ეს გრძნობა რა ყოფილა…” – ნანი ბრეგვაძე შვილიშვილის წარმატების შესახებ

ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World Competition-ის ფინალისტია!

 

“არტისტი თავის ქვეყნის ელჩია. როცა შენ საუბრობ, მოქმედებ, ცხოვრობ, შენი ქვეყნის სახე ხარ” – ამ სიტყვებით გახსნა ბრიტანული კონკურსი ნატალიამ, სადაც “სამსონი და დალილას” არია შეასრულა.

 

უელსის კონკურსის ფინალი BBC-ზე 19 ივნისს გადაიცემა.

 

იმდენ ზარებს ვპასუხობ, ხმა ჩამიხჩაო, გვითხრა მომღერლის გახარებულმა ბებიამ, ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ. ქართული სცენის პრიმა “პრაიმტაიმის” მკითხველს თავის სიხარულს უზიარებს.

 

ნანი ბრეგვაძე: – აქამდე არ ვიცოდი, ეს გრძნობა რა ყოფილა, საკუთარ თავზე ვერ ვგრძნობდი და ახლა, ჩემი შვილიშვილის (შვილიშვილი კი არა, ჩემი შვილია) ასეთი წარმატებისას, ძალზედ შემეხო. ძალიან დარწმუნებული, არასდროს, არაფერში არ ვარ. რა ვიცი, რა მოხდება. და როცა ასეთ შედეგს ვიღებთ, მადლობა ღმერთს და იმ გარემოს, რომელსაც ეს წარმატება მოაქვს.

 

ნატალია ამბობს, ისეთი საოცარი გარემოა, კონკურსანტები ერთმანეთს ისე თბილად ვექცევით, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვართო. მოსწონს სიტუაცია. ამას კონკურსის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

ნატალია ქუთათელაძე BBC-ის კონკურსის ფინალისტია
2021-06-14ნატალია ქუთათელაძე BBC-ის კონკურსის ფინალისტია

 

მუცელი არ ეტყობა და იქ არავინ იცის, რომ ნატალია ორსულადაა. მხოლოდ აგენტმა იცის, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და ნატალიას უელსში ჩააკითხა. აღფრთოვანებულა როდესაც გაუგია, რომ ნატალიკო შვილს ელოდება.

 

ალბათ, როგორი დაღლილი ხარ-მეთქი, ვუთხარი. არ ვარ დაღლილიო, არც უგრძვნია, ვერც მიხვდა, რომ შეიძლება დაღლილი იყოს. იცით, რატომ? ათი დღე თვითიზოლაციაში იყო და დაისვენა. ახალგაზრდაა და არ იცის, რომ ეს დასვენება დაეხმარა. რომ წევხარ, ბევრს არ დადიხარ და ბევრი ლაპარაკი არ გიხდება, დაისვენა ხმამაც და ორგაზიმმაც. ამიტომაც იმღერა წყნარად და მშვიდად.

 

მე, ეკა და ჩვენი საახლობლო გუშინდელი დღის მადლიერები ვართ.

 

ეს მხოლოდ ნატალიას გამარჯვება არ არის. მან თავის სიტყვაშიც თქვა, რომ ამჟამად მე ჩემი ქვეყნის ელჩი ვარო…

ავტორი: თამარ გონგაძე

X