15:21 | 2021-06-14 ავტორი: Prime Time

300 ლარად გაგვყიდა, ეს თანხა გადაუხადეს! – მიტროპოლიტი დიმიტრი ყოფილი აღსაზრდელის მოსყიდვაზე საუბრობს

300 ლარად გაგვყიდა, ეს თანხა გადაუხადეს! – მიტროპოლიტი დიმიტრი ყოფილი აღსაზრდელის მოსყიდვაზე საუბრობს

„სირცხვილია, რესპოდენტებს ფულს რომ სთავაზობს ზოგიერთი ტელევიზია, ყოველგვარი სისულელის სათქმელად. 300 ლარს ასახელებენ შეთავაზებულ საფასურს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე წერს, რითაც „მთავარი არხის” სიუჟეტს ეხმაურება საპატრიარქოს ფერიის ბავშვთა სახლში არსბულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.

 

ანდრია ჯაღმაიძის სტატუსს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გამოეხმაურა და ყოფილი აღსაზრდელის მოსყიდვის ფაქტს ადასტურებს.

 

„ლუკა სალარიძე დედამისმა ქუჩაში რომ დატოვა 4 წლის ასაკში ხელში აყვანილი ავიყვანეთ ბავშვთა სახლში, ხელში იმიტომ, რომ ფეხსაცმელები არ ეცვა იმიტომ, რომ არ ჰქონდა, მან კი 300 ლარად გაგვყიდა (ეს თანხა გადაუხადეს)”, – წერს მიტროპოლიტი დიმიტრი.

 

დაიხურება თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი - ანდრია ჯაღმაძე საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დეტალებზე
2021-06-13დაიხურება თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი - ანდრია ჯაღმაძე საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დეტალებზე

 

ცნობისთვის, ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი „მთავარი არხის” ეთრში აცხადებს, რომ პანსიონში აღსაზრდელები სასტიკად სცემდნენ.

 

“დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა, დავიწყე ტირილი და ამ ტირილზეც დამცინოდა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.

 

მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, რომ ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არამხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო”, – ამბობს სარალიძე.

 

 

ასევე ნახეთ: ამას პირად ბრძოლად და შეურაცხყოფად ვიღებ! – თეა დარჩია საპატრიარქოს ფერიის ბავშვთა სახლზე

 

 

ავტორი: Prime Time

X