
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან პირობების შესრულებას ელოდებიან.
ევროკავშირის წარმომადგენელთა ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე რიონის მცველებმა რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის მოიხსნას რკინის ბარიკადები, გაათავისუფლონ აქტივისტები და საპოლიციო ძალები გავიდნენ ხეობიდან.
„თუკი შესრულდება პირობები: ბარიკადების აღება, პოლიციის გასვლა და ჩვენი დაბრუნება პროტესტის ძირითად ადგილზე, ასევე დაკავებულ ჩვენს თანამებრძოლებზე, ამის შემდეგ ჩვენ კვლავ შევიკრიბებოდით და იქ იქნებოდა უკვე შემდეგ დაყენებული არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რატომ არის მედიაციის დასაწყებად საჭირო ის, რომ შეჩერდეს სამუშაო პროცესი.
თუ შესრულდება ის პირობები, რაც უნდა შესრულდეს და გადავინაცვლებთ ნამოხვანში, გავაგრძელებთ იგივე ფორმით პროტესტს. რა იყო იქ კანონგარეშე, მაშინ უნდა დაასახელონ კონკრეტულად კანონგარეშე რა არის. კანონგარეშე მოქმედებებს ჩვენც არ ვიზიარებთ,” – განაცხადა მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა.























