
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობის დანიშვნის შემდეგ, სამინისტრო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მასთან ერთად გააგრძელებს.
მინისტრის თქმით, დარჩენილი ბენეფიციარების ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანა აქტიურად მიმდინარეობს.
„როგორც უკვე ითქვა, ჯანდაცვის სამინისტრო და საპატრიარქო საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და მხარდაჭერით განახორციელებენ ბავშვთა შეფასებას, მათ ოჯახებში ან ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანას.
გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად იქნება მიღებული სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების შეფასების მიხედვით.
შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მეუფე იაკობთან თანამშრომლობით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „ფორმულასთან“.
ასევე დაგაინტერესებთ:























