21:03 | 2021-06-15 ავტორი: თამარ გონგაძე

სოფო ხალვაშისგან გაიგებთ, რა იგეგმება მთავარ ტურისტულ ქალაქში – ბათუმი სტუმრებს ელოდება

სოფო ხალვაშისგან გაიგებთ, რა იგეგმება მთავარ ტურისტულ ქალაქში – ბათუმი სტუმრებს ელოდება

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ზღვის სანაპიროს ამ ულამაზესი ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, დღის მანძილზე, ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაში ჩვენთან საუბარში ამბობს, დღეს დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს სხვადასხვა დაწესებულება.

 

სოფო ხალვაში: – დღეს ტურისტული სეზონის გახსნისთვის სხვადასხვა ღონისძიება დავგეგმეთ. საზაფხულო თეატრის წინ, ღია სცენაზე სხვადასხვა დიჯეები შეცვლიან ერთმანეთს, ბალეტის სკოლის აღსაზრდელები იცეკვებენ, ანბანის კოშკთან ავიაშოუ იგეგმება. “ალი და ნინოსთან” ლათინო-ამერიკულ ცეკვებს ნახავენ, ზღვის სანაპიროს მოადგება გემი, რომელზეც დიჯეი დაუკრავს.

 

დღის მანძილზე გონიოს და პეტრას ციხეებში და მუზეუმებში შესვლა უფასოა. ბავშვები თოჯინების თეატრში უფასოდ ნახავენ “მერი პოპინსს”.

 

2021-06-14"აქამდე არ ვიცოდი, ეს გრძნობა რა ყოფილა..." - ნანი ბრეგვაძე შვილიშვილის წარმატების შესახებ

 

დრამატული თეატრის ეზოში მაყურებელი იხილავს წარმოდგენა “ჰელადოსს”.

 

ამჟამად მერიაში, ძირითადად, ფესტივალების პროექტები შემოდის. კომისია რეგულაციების მიხედვით იმსჯელებს, რომელი ღონისძიება რა ფორმით ჩატარდება.

 

რაც შეხება კონცერტებს, ჯერჯერობით, ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტია დაგეგმილი. არტისტის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დრამატულ თეატრში, 26-28 აგვისტოს გაიმართება კონცერტები. კონცერტი ორ დღიანია იმიტომ, რომ დარბაზის ნახევარი დაეთმობა მაყურებელს, რადგან ისინი დაშორებებით განთავსდებიან.

 

წელს აქცენტი გაკეთდება აჭარის სამთო კურორტებზე, გაკეთდა ბილიკები, ველობილიკები. ვიზიტორებს უსაფრთხო გარემო დახვდებათ.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X