
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში 50 წლის კაცმა ცოლს სცემა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა. შემთხვევა 12 ივნისს მოხდა.
პოლიციამ რ.მ. ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა – 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაგაინტერესებთ:






















