00:33 | 2021-06-16 ავტორი: Prime Time

შესაძლოა, ინფიცირებულებმა თავი ცუდად არ იგრძნონ, თუმცა შეიძლება საფრთხეში ჩააყენონ სხვები – პროფესორი მოქალაქეებს აფრთხილებს

შესაძლოა, ინფიცირებულებმა თავი ცუდად არ იგრძნონ, თუმცა შეიძლება საფრთხეში ჩააყენონ სხვები – პროფესორი მოქალაქეებს აფრთხილებს

პროფესორი ტიმ სპექტორი, რომელიც კორონავირუსის სიმპტომებთან დაკავშირებით კვლევას უდგას სათავეში აცხადებს, რომ ვირუსის ინდური შტამი ახალგაზრდებში გაციების რთულ ფორმად გვევლინება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

როგორც სპექტორი აღნიშნავს, შესაძლოა, ინფიცირებულებმა თავი ძალიან ცუდად არ იგრძნონ, თუმცა მათ შეიძლება საფრთხეში ჩააყენონ სხვები და მათთვის ინფექციის გადამდები წყარო გახდნენ.

 

მისივე თქმით, ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება კორონავირუსი ჰქონდეს, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ტესტი.

 

პროფესორი სპექტორი და მისი გუნდი კვლევის განმავლობაში ათასობით ინფიცირებული ადამიანის მონაცემებს აკვირდებოდნენ, რომლებიც ვირუსის მიმდინარეობისას გამოვლენილ სიმპტომებზე საუბრობდნენ.

 

„მაისის დასაწყისიდან ჩვენ ინფიცირებული ადამიანების სიმპტომებს ვაკვირდებოდით. აღმოჩნდა, რომ ის სიმპტომები, რომლებიც ვირუსს ადრე ახასიათებდა, დღევანდელთან შედარებით განსხვავებული იყო“, აცხადებს პროფესორი.

 

როგორც ჩანს, ცვლილება დაკავშირებულია ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელებასთან, რომელიც პირველად ინდოეთში გამოვლინდა და ახლა ბრიტანეთში Covid 19 -ის შემთხვევათა 90% შეადგენს.

 

პროფესორი სპექტორი ამბობს, ინდური შტამით ინფიცირებულ ადამიანებში ცხელება კვლავ საკმაოდ ხშირი სიმპტომია, თუმცა, სუნის დაკარგვა ყველაზე გავრცელებულ ტოპ 10 სიმპტომში აღარ ჩანს.

 

Covid 19-ის დელტა ვარიანტის დროს ხშირად გამოვლენილი სიმპტომები:

 

  • ხველა

 

  • ტემპერატურა

 

  • შემცივნება

 

  • მადის დაქვეითება

 

  • კუნთების ტკივილი

 

  • სურდო

 

  • თავის ტკივილი

 

  • ყელის ტკივილი

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X