
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე ტრენინგები ტარდება. პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულები მევენახეობა-მეღვინეობის, მეფუტკრეობისა და ხორბლის წარმოების შესახებ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ.
მსჯავრდებულებისთვის ტრენინგები ასევე, ჩატარდება მცენარეთა დაცვის, თხილის მოვლა-მოყვანის, ნარჩენებისა და მიწის მართვის შესახებ.
ინიციატივას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.
(NS)






















