
გადაცემა „ფარული კონვერტის“ შემდეგი სტუმარი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ასევე ჟურნალისტი შვილი, სანდრო სანაია იქნება.
ის გადაცემაში მამის შესახებ ისაუბრებს. როგორც ანონსიდან ირკვევა, ფარულ კონვერტში დაისმება სანდროსთვის მეტად რთული კითხვა – მამის ცნობილი მეგობრებიდან „ვისი ღალატი იგემა სანდრომ საკუთარ თავზე“.
სანდრო სანაია ამბობს, რომ ეს ადამიანი ტელევიზიითაც ხშირად ჩანს.
დაასახელებს თუ არა სანდრო მის ვინაობას, ამას „ფარულ კონვერტში“ ორშაბათს 22:00 საათზე შევიტყობთ, თუმცა, როგორც ჩანს, სანდროს ნაამბობი ია ფარულავასთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.






















