13:23 | 2020-03-30 ავტორი: Prime Time

კლინიკაში შეყვანილ პაციენტებს მოგზაურობის ისტორიას აღარ ეკითხებიან

კლინიკაში შეყვანილ პაციენტებს მოგზაურობის ისტორიას აღარ ეკითხებიან

ასაკი და მოგზაურობის მცნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სიიდან ამოაგდო – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ დეტალებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს და ყველა ვინც, კლნიკაში შევა ანამნეზით – ცხელება, სუნთქვის უკმარისობა ექვემდებარება ვირუსზე გამოკვლევას.

 

„ასაკი და მოგზაურობის მცნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სიიდან ამოაგდო. ყველა ვინც, კლნიკაში შევა ანამნეზით ცხელება, სუნთვის უკმარისობა ექვემდებარება ვირუსზე გამოკვლევას. რადგანაც ქვეყანაში ცხადდება პანდემია და სამყაროში არის პანდემია, რაოდენობა 2 იქნება თუ 27 მნიშვნელობა აღარ აქვს. რაც შეეხება ასაკს, ასაკობრივი ზღვარიც მოხსნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ“ – აცხადებს ლევან რატიანი.

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X