
სუროგაციის ცენტრ “ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი “ფეისბუქზე” თავის მეგობრებს, ია ფარულავასა და დალი ჩიტალაძეს ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს. როგორც ის წერს, მეგობრებმა, ქმარს გაყრილი მარიამი, ჯერ გაჭორეს, შემდეგ სამეგობრო ჩატიდან წაშალეს. დალი ჩიტალაძეს “ძონძების ექსპერტად” მოიხსენიებს, იას კი უთვლის, მაგ სიყალბეში როგორ არ გეხუთება სულიო.
აი, პოსტის ამონარიდი.
მარიამ კუკუნაშვილი: – არ ვიცი, რატომ მომინდა ამ ყველაფრის თქვენთვის მოყოლა, მაგრამ მომინდა.
მოკლედ, მეგობრებო, სექტემბერში პირადი ტრაგედია შემემთხვა. ქმარმა სრულიად მოულოდნელად სხვა ქალის გამო მიმატოვა და ორი თვე ყოველ საღამოს ჩემს ატირებულ შვილებს ვეჯექი გვერდით და ოთხივე ერთად ვტიროდით. შვილები ისე მყავდა ტრავმირებული, ისიც კი მითხრეს, 10 წლის ბავშვებმა, დნმ ის ანალიზი ჩავიტაროთ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ნამდვილი დედა ხარ და შენც არ მიგვატოვებო.
ალბათ, ისიც გახსოვთ, ია ფარულავას მაფიის ღამეები, მის მიერ შექმნილი სამეგობრო ჩატი, სადაც ის ხალხია, რომლებიც მიყვარდნენ და დღესაც მიყვარს, რომელთაც ჩემს ძვირფას დროს ვუთმობდი სიყვარულით და გულწრფელობით.
ხოდა, ზემოთაღნიშნული პირადი ამბავი ერთი კვირის მომხდარია და ფარულავა ჩატში წერს: ,,შენზე ამბობენ აფრენს, კიდევ კარგი გაიქცა შენი ქმარი შენ ვინ გაგიძლებდაო.” არავინ გამომსარჩლებია, არავის უგრძვნია ის, თუ რა ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდი. უფრო მეტიც, ერთი მაგ ჯგუფის ერთი წევრი მეორეს, ჩემზე მესიჯს უგზავნიდა – ნახე, ეგ მალე როგორ აიშვებს და გაბოზდებაო. (შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა.) ბოლოს ჯგუფიდანაც კი წამშალეს. უბედური და პრობლემიანი ვიყავი მაგ დროს და ვის რაში ვჭირდებოდი… მოკლედ, ფარულავას რომ დავუბრუნდეთ: აფრენო, ამას მეუბნებოდა ქალი, რომელიც აღდგომა დღეს, პასკას პირში იდებდა, ცოხნიდა, მერე მის ნაცოხნს აფურთხებდა და ასე ფეისბუქ ლაივით სრულიად საქართველოს გახდომის მეთოდს ასწავლიდა.
თვეების მანძილზე არავის ვუკითხივარ ფარულავას სასტავიდან, არც იმათ, ვისაც დაბადებისდღეზე მექსიკიდან ყვავილებს ვუგზავნიდი ქუთაისში, არც ჩვენ ძონძების ექსპერტ ჩიტალაძე დალის, რომლის წყალობითაც ისე ვერსად მივფრინავდი, “ჰერმესის” დუხი არ დაებარებინა გამომიყოლეო. სამაგიეროდ, ამ ერთი კვირის წინ მომიკითხა, ერთმა კარგმა ბიჭმა, ჩემი სპონსორობა ითხოვა, დალი იშუამავლა ფულის თხოვნაში. დალიმ თავისი პასუხი კი მიიღო და ფარულავასაც შევუთვალე, დენიკინის დროს რობერტ დე ნიროსთან გადაღებული შენი ფოტო ჩემთვის არაფერს ნიშნავს და ის, რაც ჩემთვის ღირებულია, შენ არ გაგაჩნია და ნეტავ მაგ სიყალბეში როგორ არ გეხუთებათ სული თქო.
ია ფარულავა მარიამის ამ პოსტს ასე აკომენტარებს: “მარიამ, აი, ვსიო, მორჩა. აივსო ფიალა მოთმინების და გირჩევ!!!!! სასწრაფოდ მოძებნე საუკეთესო ევროპელი სცენარისტი და სასწრაფოდ ფილმში უნდა ითამაშო… ამ ფოტოთი შენ ანა მანიანი დაჩრდილე. შენ უკვე მზად ხარ… წარმატებები, Darling.

იამ, კუკუნაშვილის პოსტთან დაკავშირებით, “პრაიმტაიმთან” კომენტარის გაკეთება არ ისურვა. არც დალი საუბრობს ყოფილ მეგობარზე, თუმცა მოკლედ დასძენს.
დალი ჩიტალაძე: – აბსოლუტურად ტყუილი და სიცრუეა, რასაც მარიამი წერს. ცხოვრებაში მისთვის სუნამო არ მითხოვია. ერთხელ სთხოვა იამ ჩემთვის. ეგ იყო და ეგ.
ყველანაირი გზით ცდილობს ყურადღების მიქცევას.
ის მოიქცა ისე, როგორც მეგობარს არ შეეფერება და სამეგობროდან ისეთი საკრალური ინფორმაციები გაიტანა, რაც არ გვინდოდა, რომ ვინმეს ცოდნოდა. ამის გამო ჩვენ, ჩვენი საერთო სამეგობროს ჩატი გავაუქმეთ, თან ისე, რომ არ გვიჩხუბია. გამწარებულია, რომ ჩატი წავშალეთ. წყნარად და მშვიდად გავწიეთ გვერდზე. ადამიანი ერთხელ რომ გიღალატებს, მეორედაც იგივეს გაგიკეთებს. და აი, იგივე გააკეთა ახლაც.
ამ პოსტით თავი დაიმცირა. მან შეურაცხყოფა თავის თავს მიაყენა და არა – მე. ყველამ იცის, “ძონძთთაყვანისმეცემელი” რომ ვარ. ამას, საკუთარ თავზე, თვითონ ვშაყირობ.
მარიამ კუკუნაშვილმა თავის გულში ჩაიხედოს. ძალიან სასაცილოა.
დაგაინტერესებთ:
























