16:06 | 2021-06-18 ავტორი: Prime Time

იყო ამაში რაღაც რომანტიკულად სანახაობრივი – ნათია ფანჯიკიძე ნადირაძისა და ღოღობერიძის დაპირისპირებაზე

იყო ამაში რაღაც რომანტიკულად სანახაობრივი – ნათია ფანჯიკიძე ნადირაძისა და ღოღობერიძის დაპირისპირებაზე

ექიმ გიორგი ღოღობერიძის კრიტიკას „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. ფაქტს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც გამოეხმაურა.

 

მან ამაში „რაღაც რომანტიკულიც“ დაინახა.

 

„რა მაგის პასუხია და გადაცემაში ის უდანაშაულო მსხვერპლი რომ მიიტყუეს, ბენ აფლეკს ჰგავდა და კაიიყო. ოპონენტიც ლამაზი ქალია და ბენ აფლეკის მოკვლას რომ ცდილობდა, იყო ამაში რაღაც რომანტიკულად სანახაობრივი (არ მიმკურნალო ნაძირალავ! – მეტაფორაა ერთგვარი).

 

ძალიან დიდი ბოდიში და ყველას განსაკუთრებული მადლობა - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
2021-06-17ძალიან დიდი ბოდიში და ყველას განსაკუთრებული მადლობა - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

 

და ბოლოს, რის აღმოჩენაც ყოველთვის ერთნაირად სასიხარულოა, ადამიანები არც ისე აგრესიულები არიან, როგორიც ტელეწამყვანებს ჰგონიათ და უმეტესობა მსხვერპლის გადარჩენის ჯანსაღ ინსტინქტს ავლენს. მასალის დამუშავების და პუბლიკისთვის მიწოდების უფლება კი სამედიცინო განათლების პირს კი არა, ნებისმიერ ადამიანს აქვს, ვისაც უცხო ენაზე სტატიის წაკითხვა და თარგმნა შეუძლია და მით უმეტეს, თუ იმდენი განათლებაც აქვს ამ სფეროში, რომ საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და გამარტივებაც გამოსდის.

 

ხოდა ბედნიერი დღე ყველას ცალ-ცალკე და ერთად. მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა ბოლოს,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

ავტორი: Prime Time

X