
პატარა საბას საზოგადოების დახმარება სჭირდება:
„ბევრჯერ განწირული, ბევრჯერ სიკვდილს გამოგლეჯილი, ბევრ ტანჯვას გამოვლილი – ეს საბაა, რომელიც თურქეთში იბრძვის გადარჩენისათვის… საბას დიაგნოზია ონკოჰემატოლოგიური დაავადება – ჰემოფაგოციტური ლიმფაჰისტიოციტოზი. ამ დაავადების დასამარცხებლად საჭიროა დიდი დრო და თანხები.
საბას ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რაც კი გააჩნდათ და ამჟამად აღარაფერი აქვთ გასაყიდი.
საბას ოჯახი მადლობას უხდის ყველას, ვინც 2019 წლის ნოემბრიდან მორალურად და ფიზიკურად მათ გვერდში ედგა, ანუგეშებდა, სიტყვიერად და ფინანსურად ეხმარებოდა.
საბა უკვე პირველ ნაბიჯებს დგამს. მაგრამ თანხის უქონლობის გამო უკვე მესამე თვეა საბა ვერ გადის გეგმიურ შემოწმებას, რაც ძალიან სახიფათოა მის მდგომარეობაში.
გთხოვთ ყველას, ვისაც გააჩნია შესაძლებლობა და სურვილი დაეხმაროთ სიცოცხლისათვის მებრძოლ პატარა საბას, გამოჯანმრთელების გზაზე ბოლო სიძნელეების გადალახვაში, შეიტანოთ თქვენი წვლილი და შეძლებისამებრ გაუწიოთ ფინანსური დახმარება. ოჯახს თქვენი იმედი აქვს“!
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საბას ბებიის ანჟელიკა ზახაროვას ანგარიშზე საქართველოს ბანკში: GE21BG0000000103123945 (GEL/ USD/ EUR/ GBP)






















