13:55 | 2021-06-19 ავტორი: Prime Time

კობახიძეს ღარიბაშვილი ცვლის? – რა პასუხი აქვთ “ქართულ ოცნებაში”

კობახიძეს ღარიბაშვილი ცვლის? – რა პასუხი აქვთ “ქართულ ოცნებაში”

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პასუხობს კითხვას, განიხილავენ თუ არა გუნდში პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის არჩევას და იგეგმება თუ არა ,,ქართული ოცნებაში” ცვლილებები.

 

როგორც კუჭავამ აღნიშნა, კობახიძეს თანამდებობაზე ღარიბაშვილი არ შეცვლის.

 

„კატეგორიულად ვუარყოფთ. ბოლო ერთი კვირაა ცდილობთ ისაუბროთ იმ საკითხზე, რომელიც რეალურად არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა 100 დღის შემდეგ უნდა წარმოადგინოს და პარლამენტის წევრებს, კომიტეტებს თემატურად გააცნოს, ეს არის რეალური მიზეზი ჩვენი შეხვედრის”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

დღეს უმრავლესობის წევრები ბორჯომში გასვლით შეხვდრას მართავენ.

ავტორი: Prime Time

X