
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავის ღირებულება, რომლითაც ის ბაიდენთან ისტორიულ შეხვედრაზე გაემართა, 390 მილიონი ფუნტი სტერლინგია და ის 560 მილი/საათის სიჩქარით დაფრინავს. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის ძვირადღირებული თვითმფრინავი საძინებლებით, ბარითა და სპორტული დარბაზითაა აღჭურვილი.
თვითმფრინავის ინტერიერი ნეოკლასიკური სტილისაა. მასში არსებული უზარმაზარი საკონფერენციო მაგიდა ოქროთია მოპირკეთებული, გარშემო კი ტყავის სავარძლებია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი კომუნიკაციის უახლესი სისტემებითაა აღჭურვილი, რაც მას საშუალებას აძლევს ომის დროს მართვის ცენტრად იქცეს და ჯარისკაცებს შესაბამისი მეთაურობა გაუწიოს.
თვითმფრინავში განთავსებული ბარი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ნივთით:

სააბაზანოში ტუალეტის სახურავი მთლიანად ოქროთია მოპირკეთებული:






ასევე ნახეთ:






















