
2 წლის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის დაშლას „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, მამუკა ჯუღელი გამოეხმაურა.
ჯუღელი ფეისბუკ-პოსტის აღწერას თან ურთავს ფოტოს, რომელზეც შალვა ნათელაშვილი პარტიის წევრებთან ერთადაა წარმოდგენილი.
„ღამის 3 საათი, რამდენიმე შეტაკების შემდეგ შალვას გარდა ყველა ლიდერი გაქცეულია. ჩვენ ცრემლსადენგაზნაყლაპები ქაშუეთის ეზოში ვიბანდით სახეს. უარესად რომ აგვეწვა თვალები, მერე გავიგეთ, რომ წყალი უარესი ყოფილა“, – წერს ჯუღელი.























