12:00 | 2021-06-21 ავტორი: Prime Time

არცერთ ტელეარხზე ფული არ ამიღია, არასდროს, არც ხელფასის სახით – გიორგი ღოღობერიძე

არცერთ ტელეარხზე ფული არ ამიღია, არასდროს, არც ხელფასის სახით – გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საავტორო გადაცემის გაკეთებას გეგმავს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, თუ ამით, რომელიმე ტელევიზია დაინტერესდება, მასთან ითანამშრომლებს.

 

ამ ინიციატივას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.ზოგიერთმა კი, დაუწერა, რომ არხზე გადაცემას კვლავ ფეისბუქლაივები სჯობს. რაზეც გიორგი ღოღობერიძემ უპასუხა:

 

„შემოსავლით არ ვარ დაინტერესებული. ეგ მიზანი რომ მქონოდა, ბოლო 1 წლის განმავლობაში 8 კლინიკამ და 35-მა კომპანიამ მთხოვა რეკლამების განთავსება. რეკლამა კი ჩემ გვერდზე არასოდეს დამიდია. და არც ერთ ტელეარხზეც ფული არ ამიღია, არასდროს, მათ შორის – არც ხელფასის სახით,“ – წერს გიორგი ღოღობერიძე.

 

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი ღოღობერიძეს „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში რუბრიკა მიჰყავს.

 

ავტორი: Prime Time

X