13:15 | 2021-06-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს შეზღუდვები ღამის კლუბებზე გავრცელდება – ნათია თურნავა 

როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს შეზღუდვები ღამის კლუბებზე გავრცელდება – ნათია თურნავა 

„ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად. ვფიქრობთ, რომ უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად, რა შესაძლებლობები არსებობს დახმარების, რადგან ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია, ისევე როგორც ბევრი სხვა“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის
2021-06-22დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

 

„ძალიან კარგად მესმის, რომ პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ, მინიმალური რაოდენობა შეზღუდვების რჩება და მათ შორის, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებზე. ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად.

 

ვფიქრობთ, რომ უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად, რა შესაძლებლობები არსებობს დახმარების, რადგან ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია, ისევე როგორც ბევრი სხვა.

 

როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს შეზღუდვები ამ სეგმენტზე გავრცელდება. მზად ვართ, კულტურის სამინისტროსთან, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად შევხვდეთ და განვიხილოთ, რა შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ.

 

თუ წამოვა ინიციატივები კლუბებისგან, აუცილებლად მოვისმენთ და მოვნახავთ გამოსავალს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან უქმდება
2021-06-22კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან უქმდება
   
რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ
2021-06-22რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X