
მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ, ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა, ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ მძიმე დღეებზე საუბრობს.
„ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ შემთხვევით, ზედმეტ ჯირკვალს მივაგენი და რამდენიმე დღეში, წავედი ექიმთან. მახსოვს, დიაგნოზი – სათესლე ჯირკვლის ემბრიონალური კიბო, მეორე სტადია, ავთისებიანი.
ველოდებოდი ამ პასუხს და ფურცელზეც ბეჭედდარტყმულიც მომიტანეს, რომ ნამდვილად ეგ არის. იყო შიშის გრძნობა, ნერვიულობა. ეს არის სიმსივნე და მორჩა ყველაფერი – პირველი ეგ გაგიელვებს თავში.
როცა მშობლებს, დედას და მამას შევხედე, ფერი აღარ ჰქონდათ, ძალიან ნერვიულობდნენ“… – იხსენებს მსახიობი.
ერთად მოვისმინოთ და გავიხსენოთ გიორგის ისტორია ოთხშაბათს, 22:00 საათზე. იხ. ვიდეო:






















