
უისკონსინის შტატში მცხოვრები 22 წლის ემი შირცელი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა აღწერს როგორ მიაკითხა ორჯერ სასწრაფო დახმარების ცენტრს და როგორ იტანჯებოდა სიმპტომებისგან. ამის შესახებ dailymail წერს.
ემიმ თავისი დიაგნოზის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა და მის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას. მის პოსტებს 214,000-ზე მეტი მოწონება აქვს.
ემის სიმპტომების გამოვლენა ევროპაში მოგზაურობის დასრულების შემდეგ დაეწყო.
პირველი დღეები
„პირველი რამდენიმე დღე სიმპტომები ადვილად მართვადი იყო. მქონდა სიცხე, მშრალი ხველა, თავის ტკივილები, სურდო. იმის გამო, რომ ევროპაში ვიმოგზაურე, ტესტირება სიმპტომების აღმოჩენდან მეორე დღეს გამიკეთეს“,- ამბობს ემი.
დროდადრო სიმპტომები უარესდებოდა. აღენიშნებოდა უმადობა, ძილთან დაკავშირებული პრობლემები, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, ტემპერატურა.

დღე მესამე
მესამე დღეს გამუდმებით ვაღებინებდი. ვერ ვიძინებდი. ჭამა არ შემეძლო. ჯერ კიდევ არ ვიცოდი ჩემი ტესტის შედეგი.

დღე მეოთხე
ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. სუნთქვის გაძნელება დამეწყო. შემეშინდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემი ფილტვები საკმარისად ღრმა არ იყო და სუნთქვას ვერ ვახერხებდი. სიცხე თანდათანობით უფრო მაღლა იწევდა.

დღე მეხუთე
სიტუაცია სულ უფრო უარესდება. ასეთი ცუდად ჩემს სიცოცხლეში არასდროს ვყოფილვარ. იმდენად მეშინოდა, მეგონა მოვკვდებოდი.

დღე მეექვსე
მდგომარეობა იმდენად გამიუარესდა, სიარული აღარ შემეძლო. აბაზანამდე მივბობღდი, რომ მეღებინებინა. დეჰიდრატაციას განვიცდიდი. 911-ში დავრეკე, სასწრაფო დახმარების ცენტრში გადამიყვანეს. მედიკამენტები დამალევინეს. რეჰიდრატაცია გამიკეთეს.

7-11 დღე
ცხოვრებაში სიცხით ასეთი დაღლილი და დასუსტებული არასდროს ვყოფილვარ. საწოლში ან გამუდმებით ვცახცახებდი ან საკუთარ ოფლში ვიღვიძებდი. 9 დღის განმავლობაში ვერაფერს ვჭამდი. საშინლად ვიყავი.

„კორონავირუსი სახეს იმდენად გაკარგვინებს და ისეთი მარტოსული ხარ, ამას ჩემს ყველაზე უარესს მტერსაც კი არ ვუსურვებდით. იმიტომ რომ 20 წლის ან ახალგაზრდა ხართ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უძლეველი ხართ და ვირუსი ვერ მოგერევათ. აიღეთ ეს მაგალითი ჩემგან. კარანტინში იყავით, თქვენი სიცოცხლე, შესაძლოა, ამაზე იყოს დამოკიდებული“,- ამბობს ემი.

ემის თვითებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც ამბობს, რომ ექიმია, ემის ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის მადლობას უხდის:
„მადლობა ამ ყველაფრისთვის. მე ექიმი ვარ და ჩემთვის და ჩემ გვერდით მომუშავეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი სახლში დარჩეს და ამ ყველაფერს სერიოზულად შეხედოს. იმედი მაქვს მალე უკეთ იქნები“.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ვირუსით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს. ეს იქნება მოხუცი, ახალგაზრდა, რესპირატორული პრობლემებისა თუ სხვა სერიოზული გართულებების მქონე ადამიანი.
ემი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ვირუსით ახალგაზრდებიც დაინფიცირდნენ.






















