
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში 2003 წლის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დეპუტატები, მათ შორის თავადაც, ფეხბურთს თამაშობენ.
რომან გოცირიძის თქმით, წლების წინ ფეხბურთს კარგად თამაშობდა. მეტიც ცნობილი ფეხბურთელის, ვოვა გუცაევის გუნდში იყო.
„ვოვა გუცაევთან ერთად ვთამაშობდი ერთ გუნდში. ჩემთვის მარცხენა-მარჯვენა სულ ერთი იყო. დე ბრუინი ვიყავი.
მანანა მანჯგალაძის ამ სიუჟეტს დიდი სკანდალი მოჰყვა. დეპუტატს რომ ხედავთ ბურთით ხელში, ეს ბურთი უკან ბუჩქები რომ სჩანს, იქედან ამოაძვრინა რის ვაი-ვაგლახით. გადაგვივარდა და პატივი გვცა. საყურებლად იყო მოსული. ჰო და ამ მანანამ არ გადაუღო ამ მომენტში(ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პარტერში, ანუ ჩოქბჯენში ქართულად). ატყდა ერთი ამბავი, ზარების რეკვა ტელევიზიაში. მერე სხვანაირად გადამონტაჟდა ეს ნაწილი. უბუჩქოდ რა თქმა უნდა”, – წერს რომან გოცირიძე.






















