12:43 | 2021-06-23 ავტორი: Prime Time

არ წახვიდეთ ასეთ ადგილებში! – ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება

არ წახვიდეთ ასეთ ადგილებში! – ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება

„ჩვენ სტაბილიზაცია გვაქვს, მაგრამ აბსოლუტურად დამშვიდების საშუალება არ გვაქვს, იმიტომ რომ კოვიდრეგულაციების მოშლის პირობებში საქართველოში, სამწუხაროდ, შემთხვევების რაოდენობა დიდი ალბათობით ქვემოთ არ ჩამოვა”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხდა.

 

ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ შესაძლოა, ზაფხულის მეორე ნახევრიდან კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს.

 

„ძალიან მინდა, როგორც სპეციალისტმა, ყველას მოვუწოდო, სადაც არ უნდა იყოთ, თუ გარშემო ადამიანები არიან, თქვენ აუცილებლად მაინც უნდა გამოიყენოთ პირბადე. არ წახვიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეგულაციები მსუბუქდება.

 

პირველი ივლისიდან უქმდება კომენდანტის საათი. 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.

 

თუმცა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო.

 

გარდა ამისა, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, პირბადის გაკეთება კვლავ სავალდებულოა ტაქსში.

 

ასევე ნახეთ: „ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია” – ლომჯარია კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს

ავტორი: Prime Time

X