12:42 | 2021-06-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვიმედოვნებ, მიიღებენ კულტურულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ – გომელაური ზაზა გახელაძეზე

ვიმედოვნებ, მიიღებენ კულტურულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ – გომელაური ზაზა გახელაძეზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მიიღებს „კულტურულ გადაწყვეტილებას“ და გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს.

 

გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კრების შემდეგ განაცხადა, რომ გახელაძის გათავისუფლების საკითხზე ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს.

 

„პატრიარქის თხოვნას ვითვალისწინებ!“ - რა გადაწყვეტილება მიიღო ზაზა გახელაძის მამამ
2021-06-23„პატრიარქის თხოვნას ვითვალისწინებ!“ - რა გადაწყვეტილება მიიღო ზაზა გახელაძის მამამ

 

„მთავრობამ ყველაფერი გააკეთა – ჩვენი პარტნიორები, მეგობრები ჩართულები არიან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ კულტურულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ ადამიანს, დაუბრუნდება ოჯახს.

 

დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და მოლაპარაკებები ჩაშალოს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

„ეს არ არის პრორუსული მთავრობა
2021-06-23„ეს არ არის პრორუსული მთავრობა" - გრიგოლ ვაშაძე „ქართულ ოცნებაზე"
   
კაცმა მეუღლის დამცირება გადაწყვიტა და ალიმენტი 80 ათასი ცალი 1-ცენტიანით გადაიხადა - ნახეთ, როგორ დასრულდა ამბავი
2021-06-23კაცმა მეუღლის დამცირება გადაწყვიტა და ალიმენტი 80 ათასი ცალი 1-ცენტიანით გადაიხადა - ნახეთ, როგორ დასრულდა ამბავი

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X