17:59 | 2021-06-23 ავტორი: Prime Time

ვწუხვარ ნიჭიერი მომღერლის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო – კახა კუჭავა

ვწუხვარ ნიჭიერი მომღერლის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო  – კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ,,ქართული ხმების“ სოლისტის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვწუხვარ, ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერლის, ანსამბლ ,,ქართული ხმების“ სოლისტის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“,- წერს კახა კუჭავა.

 

შეგახსენებთ, „ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.  შქმერში გზა ჩავარდა. მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში გადაიჩეხა.

 

მომღერალს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა. ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა.

 

 

ავტორი: Prime Time

X