11:13 | 2021-06-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორ დავიბრუნოთ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება – რას ამბობენ „ექიმები“ “ტიკტოკის“ აქტუალურ ტრენდზე

როგორ დავიბრუნოთ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება – რას ამბობენ „ექიმები“ “ტიკტოკის“ აქტუალურ ტრენდზე

კვლევების თანახმად, COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა 88%-მდე ყნოსვისა და გემოს შეგრძნებას კარგავს. დაბრუნების პერიოდი კი ინდივიდუალურია –  შესაძლოა, ეს თვეებიც კი გახანგრძლივდეს.

 

ამერიკელმა ტიკტოკერებმა გამოსავალს მიაგნეს და გემოსა და ყნოსვის რეცეპტორების სტიმულაცია ფორთოხლის მეშვეობით სცადეს. ეს ტრენდი საქართველოშიც დამკვიდრდა.

 

ტიკტოკერები სახლის პირობებში ფორთოხალს ანახშირებენ, მისი შიგთავსით კი პიურეს აკეთებენ, რომელსაც ყავისფერ შაქარს უმატებენ. შემდეგ მიირთმევენ.

 

„ამ ვიდით რამდენს ბედავთ“ - ნიკა მელიას ვარდისფერი „ლუქი“, რომელმაც საზოგადოება გაამხიარულა
2021-06-23„ამ ვიდით რამდენს ბედავთ“ - ნიკა მელიას ვარდისფერი „ლუქი“, რომელმაც საზოგადოება გაამხიარულა

 

როგორც „ექიმები“ ამბობენ, მსგავსი საშუალებებით, შესაძლებელია, რომ სტიმულაციით გემოსა და ყნოსვის აღდგენა და რეგენერაცია მოხდეს.

 

„დანახშირებული ფორთოხალი ციტრუსის გემოს შეგრძნებას გვაძლევს, ყავისფერი შაქარი – სიტკბოს. ხოლო კუპრი მწარეა, შესაბამისად, შესაძლოა, ამან დადებითად იმოქმედოს“, – ამბობს ლევან ქარაზანიშვილი.

 

რეზო ომიაძის თქმით, შეგრნებების სტიმულირება ყველა შესაძლო საშუალებებით შეიძლება. არ არის გამორიცხული, ამ ყველაფერმა ერთად გარკვეული შედეგი გამოიღოს.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X