14:16 | 2021-06-24 ავტორი: Prime Time

მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა… – არ ვიცი მოწამლეს, თუ არა – სოსო მანჯავიძე ლევან ვასაძის მდგომარეობაზე

მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა… – არ ვიცი მოწამლეს, თუ არა – სოსო მანჯავიძე ლევან ვასაძის მდგომარეობაზე

ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზებულია. „ერის” დამფუძნებელი თურქეთში სასწრაფოდ გადააფრინეს. მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.

2021-06-24"თუ ბევრს აგინებს რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრს, უფრო პოპულარული თეატრმცოდნე იქნება" - დათო უფლისაშვილი თეატრის და მაესტროს დასაცავად

 

ვასაძის ცუდად ყოფნას ადასტურებს პარტია „ერთობა, რაობა, იმედის“ წევრი, სოსო მანჯავიძე.

 

ის ლევან ვასაძის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევას გამორიცხავს.

 

„არ ვიცი მოწამლეს, თუ არა, ვერსია თეორიულად შესაძლოა ბევრი იყოს, შესაძლოა მეტეორიც დაგვეცეს. ჰქონდა მას ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო სამი თვის მანძილზე და დამძიმდა მდგომარეობა. შეიქმნა აუცილებლობა, რომ გადაფრენილიყო თურქულ კლინიკაში. იქ ჩაუტარდება კვლევები და დაუდგენენ ალბათ რა სჭირს. ზოგადად ლევანი არ უთმობს თავის ჯანმრთელობას დიდ დროს.

 

შესაძლოა ეს გულიც იყოს ან სხვა რამე დაველოდოთ კვლევებს. ლევანი იმ კვირის დასაწყიში თურქეთიდან დაბრუნდება“,- აღნიშნა სოსო მანჯავიძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X