
პანდემიის დაწყებიდან მალევე ჩვენს ეკრანებზე გამოჩნდა. გვაძლევდა სხვადასხვა სამედიცინო, მარტივ, უწყინარ რჩევას, გვაიმედებდა, გვამხნევებდა და ამავე დროს, ბევრმა არ იცოდა, ვინ იყო გიორგი ღოღობერიძე, რომლის საინფორმაციო ვიდეოები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდებოდა.
საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა ექიმი-რეზიდენტის მიმართ ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა გიორგი ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მიიწვიეს, სადაც საზოგადოებისთვის სამედიცინო რჩევების მიცემის გამო გააკრიტიკეს. წამყვანის განმარტებით, ამისთვის “ექიმის დიპლომია“ საჭირო. როგორც აღმოჩნდა, მიმდევრებისთვის ღოღობერიძის ლიცენზირებული ექიმის სტატუსი უმნიშვნელო აღმოჩნდა და მას უამრავი ადამიანი გამოექომაგა.
ასევე ნახეთ: „ამ ქალმა რატომ გაითხარა საფლავი თავისით?“ – მაია კაჭკაჭიშვილი ნინო ნადირაძეს
მომღიმარი ახალგაზრდა დიდ ტკივილს იტევს. ამბობს, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის მწუხარება ორ წელს გრძელდება, მშობლის დაკარგვიდან კი 10 წელი გავიდა, მწუხარება კი არ სრულდება. დედა 2011 წელს გარდაეცვალა. მეცხრე კლასში იყო, როცა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. როგორც თვითონ ამბობს, ამის შესახებ დედისგანვე შეიტყო.
„დედა ონკოლოგიურში იყო, როცა სახლში მყოფს დამირეკა და მკითხა, ლიმფური კვანძები გადიდებული მაქვს და არ მტკივა, თუ არ მტკივა, ეს ხომ კარგის ნიშანიაო… ეს დღე იყო, გავიგე, რომ როდესაც ლიმფური კვანძები გაქვს გადიდებული და არ გტკივა, უფრო საშიშია.
ასევე ნახეთ: „ეს საშვილიშვილო საქმე იქნება, ჩვენ გვერდით დავუდგებით“ – ვინ ეხმარება გიორგი ღოღობერიძეს კლინიკის აშენებაში
დედას ჩემი იმედი ჰქონდა, მე – დედასი. ვფიქრობდი, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მესწავლა ყველაფერი, რომ დროში მომეგო. მე ვერ დაველოდებოდი უნივერსიტეტს, მანამდე უნდა მესწავლა. საყვარელი ადამიანის დაკარგვის მწუხარება ორ წელს გრძელდება, ჩემი კი არ დამთავრებულა. დღე არ გადის, რომ სიზმარში რ ვნახო, ყოველთვის ვხედავ. რომელ პაციენტთანაც არ უნდა შევიდე, ყოველთვის ვხედავ. სიზმარში ყოველთვის ცოცხალია და ბრძოლას იქ განვაგრძობ“, – თქვა გიორგიმ ღოღობერიძემ ერთ-ერთ გადაცემაში.
ცოტა ხნის წინ მან ფეისბუკზე დედის ფოტო ამაღელვებელი აღწერით გამოაქვეყნა:

გიორგი ღოღობერიძე: პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით ამ სურათის გამო. აქ დედაჩემია – სკოლის პედაგოგი იყო, ნამდვილი ანგელოზი… მიუხედავად იმისა, რომ ის წლების წინ გარდაიცვალა, მისმა დაკარგვამ საბოლოოდ შეცვალა ჩემი, ჩემი დის და მამის ცხოვრება! ჩვენ არასოდეს ვსაუბრობთ დედაზე, მაგრამ მის არარსებობას წლებია უმძიმესად განვიცდით! დრო მკურნალია? ალბათ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ყოფილა… წლების მერე ისევ მესიზმრება და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ის აღარ არის! სიზმრებში ის ისეთი ცოცხალია, ისეთი ნამდვილია…
მედიცინა სწორედ დამჭკნარი და დაავადებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და გასვენების დღეს პირობა მივეცი, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი სახელით უამრავ ადამიანს გადავარჩენდი… ამ გვერდის ვიდეოებით დატვირთვა სწორედ მის გამო გადავწყვიტე და იმედია, რომ მოგეხმარებათ.. მეც, მართალია, ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება მქონდა და ჯერ ისევ მაქვს, მაგრამ არანაირი დანებება! ბოლომდე! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების გამო და ამისთვის ბევრი უნდა ვისწავლოთ! უფრო ძლიერები და უფრო ჭკვიანები ვიყოთ! ისინი იმსახურებენ ამას!.“, – დაწერა ექიმ-რეზიდენტმა.
გიორგი ღოღობერიძემ საზოგადოებას გული სამ მარტსაც აუჩუყა. მან დედის დღესთან დაკავშირებით ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.
„ყველა ქალის, რომელიც ფეხმძიმდება და დედა ხდება, ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდება. მთელ მსოფლიოში ყოველდღე კვდება 800 ქალი უშუალოდ ფეხმძიმობის ან მშობიარობის გამო. ფეხმძიმობის დროს არსებული ინფექციების, სისხლდენების, თრომბოზების, მაღალი წნევის გართულების შედეგად.
ქალი როდესაც ფეხმძიმდება, საკუთარ სიცოცხლეს აყენებს ძალიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ საბოლოოდ გავჩნდეთ ჩვენ – მათი შვილები. დედობა თავიდანვე მაღალი პასუხისმგებლობაა. ისინი სწირავენ საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ ჯანმრთელობას დებენ სასწორზე, რომ ჩვენ დავიბადოთ… რამდენად ღირებული მომენტია…
„ქალი, რომელიც ფეხმძიმდება, მისი სხეული, მისი პლაცენტა წარმოქმნის ძალიან სერიოზულ ჰორმონს, მას ჰქვია პლაცენტის ლაქტოგენი, რომელიც დედის სხეულს ართმევს საკვებს, რომ ეს საკვები დედის უჯრედებმა კი არ მიიღოს, არამედ ნაყოფმა მიიღოს, რომ გაიზარდოს, იყოს გამოკვებილი და მაძღარი.
ასევე ნახეთ: გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს
დედის სხეული თავად ამბობს უარს საკვებზე, არ იღებს გლუკოზას, რომ მთელი გლუკოზა, რაც გროვდება სისხლში, ჩვენ მივიღოთ, ჩვენ გავიზარდოთ. ხომ ხვდებით, დედის სხეულისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კარგად ყოფნა. საკუთარ სხეულს სწირავენ, საკუთარ უჯრედებს აშიმშილებენ, რომ ჩვენ ვიყოთ მაძღარი. ეს თვისება მათ ჯერ კიდევ იქამდე აქვთ, ვიდრე ჩვენ დავიბადებით.
შვილი დედისგან არა მხოლოდ საკვებს, არამედ ენერგიასაც იღებს. „ყველა მოძრაობა, თვალის დახამხამება, ფილტვების შეკუმშვა, გულისცემა ხორციელდება დედისგან მიღებული ენერგიისგან. დედები გვაძლევენ არამარტო საკვებს, არამედ ენერგიას.
დაბადების შემდეგ პირველი კონტაქტიდან, კანის კანთან შეხებიდან იწყება ჩვენზე ზრუნვა. როდესაც დედის სხეულს ეხება ბავშვი, მასზე გადმოდის ის ბაქტერიები, რომელიც მას აქვს, რომ ჩვენ ორგანიზმში დასახლდეს ის კარგი ბაქტერიები და განგვივითაროს იმუნიტეტი, გაგვიზიაროს ბრძოლა ინფექციებთან, შეგვიმციროს დაბალი ტემპერატურისგან გარდაცვალების რისკი“, – ამბობს ღოღობერიძე.
შვილის კონტაქტი დედასთან მისი სხეულის დატოვების შემდეგაც გრძელდება. „როდესაც ჩვენ ვიბადებით, აღარ ვართ დედის სხეულში, ჩვენ მაინც ვტოვებთ დედის სხეულში რაღაცას და განვაგრძობთ არსებობას მასში. ვერ გველევიან… მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის შემდეგ ვტოვებთ დედის სხეულს, ფეხმძიმობის დროს, ჩვენი უჯრედების დიდი ნაწილი გადადის, სახლდება დედის ელენთაში, ღვიძლში, კანში და ასევე თავის ტვინში.
ასევე ნახეთ: „კარგი ექიმი რომ იყოს, იქ არ იჯდებოდა, სადაც ახლა ზის“ – გოგო, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, ღოღობერიძეს ამხნევებს
ჩვენი დაბადების შემდეგ, ჩვენი უჯრედები დედის სხეულში მაინც რჩება. მეცნიერებმა უამრავი ქალი შეისწავლეს და აღმოჩნდა რომ შვილის დნმ მის სხეულში რჩებოდა თვეების, წლების განმავლობაში“, – ამბობს ღოღობერიძე.
ახლა ახალგაზრდა ექიმი საკუთარი კლინიკის გახსნას გეგმავს. ამ ინიციატივას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე გამოეხმაურა და ღოღობერიძეს სოლიდარობა გამოუცხადა. სიხარულიძის თქმით, „ეს საშვილიშვილო საქმე იქნება“






















