
მანჩო გიორგობიანი ლევან ვასაძისგან მიღებულ შეტყობინებას ასაჯაროვებს. სამოქალაქო აქტივისტმა, რომელიც ვასაძის ოჯახის ახლობელია, თურქეთში ჰოსპიტალიზებული ბიზნესმენი “ხალხის სახელით“ მოიკითხა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:

„დიდი მადლობა ყველას, უფალი გვიშველის. არ იდარდოთ“, – ვკითხულობთ შეტყობინებაში.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი თურქეთის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
„ერთობა, რაობა, იმედი” „ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა. ის თავს ნორმალურად გრძნობს”.
ლევან ვასაძე საქართველოში ანტი-ლგბტ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. თბილისში ლგბტქ„ღირსების მარშის“ დაანონსებიდან მალე ვასაძემ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. 15 ივნისს მან „ქართული ოცნებას“ 10-დღიანი ვადა მისცა მარშის გასაუქმებლად და „გარყვნილების პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მისაღებად.






















