18:59 | 2021-06-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სოცქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო, ნეკა დოროყაშვილის ძმა პოლიციაში დაიბარეს 

სოცქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო, ნეკა დოროყაშვილის ძმა პოლიციაში დაიბარეს 

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, მოდელ ნეკა დოროყაშვილის ძმა პოლიციაში დაიბარეს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თორნიკე დოროყაშვილის გამოკითხვა განყოფილებაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

პოლიციას ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარემ მიმართა. საქმე ეხება ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის მცირეწლოვანი შვილი ჩანს.

ბასილაშვილის მხარემ მიიჩნია, რომ ვიდეო ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს შეიცავს.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X