
4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები, მათ შორის გარდაცვლილი მოქალაქეების, ჰაკერების ფორუმზე გამოქვეყნდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განუცხადა, „აღნიშნული მონაცემების რაოდენობა და არც სხვა რეკვიზიტები ცესკოს მონაცემებს არ ემთხვევა.
„ჩვენ გავეცანი ინფორმაციას და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ აღნიშნული მონაცემების რაოდენობა და არც სხვა რეკვიზიტების ჩვენს მონაცემებს არ ემთხვევა.
გარდა ამისა, ფორმატია აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენი პორტალისაგან, ეს ის პორტალია, სადაც ამომრჩევლები ამოწმებენ საკუთარ მონაცემებს. სტატიაში სქრინშოტი იყო და ჩვენი პორტალის სქრინშოტისგან აბსოლუტურად განსხვავდება.
რეკვიზიტებიც აბსოლუტურად განსხვავებულია. გარდა ამისა, შინაარსობრივადაც. სტატიაში წერია, რომ 4.9 მილიონი ამომრჩევლის მონაცემია, ჩვენს ბაზაში კი დაახლოებით 3.5 მილიონია.
ჩვენთან გარდაცვლილი პირების მონაცემები არ არის. ასევე ფიზიკურად არ გვაქვს ინფორმაცია, ამომრჩევლის მამის სახელისა და მობილური ტელეფონის შესახებ,“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ანა მიქელაძემ.
იხილეთ: შსს იკვლევს ინფორმაციას პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე






















