
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი თურქეთის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
“ვეღარ სუნთქავს, ძალიან ცუდად გახდა. ფეხები დაუსივდა. ფილტვების ინტუბაცია აქვს შესუსტებული. კოვიდზეც გაესინჯა, თუმცა არ აქვს. მოსკოვშიც გაესინჯა და თბილისშიც, თუმცა დიაგნოზი ვერსად დაუსვეს. ადამიანი ილევა…”, – ამის შესახებ “ერის” ლიდერის, ლევან ვასაძის თანაგუნდელმა სოსო მანჯავიძემ “ტვ პირველს” განუცხადა.
„ერთობა, რაობა, იმედი” „ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა. ის თავს ნორმალურად გრძნობს”.
მოგვიანებით, ლევან ვასაძის მეგობარმა, მანჩო გიორგობიანმა გაავრცელა პირადი შეტყობინება, სადაც ლევან ვასაძე წერს, რომ “არ იდარდოთ“.
ლევან ვასაძე საქართველოში ანტი-ლგბტ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. თბილისში ლგბტქ„ღირსების მარშის“ დაანონსებიდან მალე ვასაძემ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. 15 ივნისს მან „ქართული ოცნებას“ 10-დღიანი ვადა მისცა მარშის გასაუქმებლად და „გარყვნილების პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მისაღებად.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















