01:17 | 2021-06-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

VIDEO: რის სათქმელად დაურეკა რუსმა მსახიობმა ლენუკა ყიფშიძეს

VIDEO: რის სათქმელად დაურეკა რუსმა მსახიობმა ლენუკა ყიფშიძეს

რუსეთის სახალხო არტისტი სერგეი ბეზრუკოვი და ზურა ყიფშიძე კინოს გადაღებიდან ლენუკა ყიფშიძეს დაუკავშირდნენ. ის აღნიშნავს, რომ ზურა დიდებული მსახიობია და ქართველ არტისტებს იტალიელებს ადარებს. ამბობს, რომ ორივე ქვეყნის მსახიობები ბუნებრივები და დამაჯერებლები არიან…

 

ლენუკა ყიფშიძეს მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმა დაურეკა და გენიალურ მსახიობ მამაზე – ზურა ყიფშიძეზე ესაუბრა. ვიდეო კადრებში რუსი მსახიობ რუსულ ენაზე საუბრობს, ზურა ყიფშიძისა და სერგეი ბეზრუკოვის საუბრის თარგმანს “პრაიმტაიმი” გთავაზობთ.

 

“გადაღებაზე ვარ მამაშენთან ერთად, მე ის პირველად ვნახე, დიდებული მსახიობია. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული კინო ოდესღაც ისეთივე დიდებული იქნება, როგორც იყო.

 

როგორც იტალიელები მსახიობები ყოველთვის დამაჯერებლად თამაშობენ, ისევე არცერთი ქართველი არ მინახავს, რომელიც ცუდად თამაშობს. მამას გაუფრთხილდი.

 

მე ზურა ძალიან მიყვარს, ის დიდებული მსახიობია და მიხარია, რომ გადაღებაზე მასთან ერთად ვარ. ძალიან მიყვარს ძველი ქართული კინოც” – ასე მიმართავს ბეზრუკოვი ლენუკა ყიფშიძეს.

 

ზურა ყიფშიძე რუს მსახიობს ასე პასუხობს:

 

“მე კი მინახავს ბეზრუკოვი. ბევრს არ ვისაუბრებ, ეს შენთვის ლენუკა” – პასუხობს მამა.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X