14:47 | 2021-06-25 ავტორი: Prime Time

„რაზეც შეიძლებოდა ეჭვი ჰქონოდათ, ყველაფერზე გამოიკვლიეს“ – როგორია ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„რაზეც შეიძლებოდა ეჭვი ჰქონოდათ, ყველაფერზე გამოიკვლიეს“ – როგორია ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბიზმესმენის და საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედის“ ფამფუძნებლის, ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ალ-ინფოს დამფუძნებელი კოკა მორგოშია საუბრობს.

 

მორგოშიას თქმით, ბიზნესმენს ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელთა პასუხებიც დღის ბოლოს იქნება.

 

„ლევანს ვესაუბრე დღეს დილით და გუშინ საღამოს, შედარებით უკეთ არის. ექიმებს ანალიზებთან დაკავშირებით ინფორმაცია დღის ბოლოს იქნება.

 

მე ვერ ვერკვევი მედიცინაში, რა პრევენციული ზომები მიიღეს არ ვიცი, მაგრამ რაც საჭირო იყო და რაზეც შეიძლებოდა ეჭვი ჰქონოდათ ყველაფერზე გამოიკვლიეს“, – გვითხრა კოკა მორგოშიამ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერის ლი­დე­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­შია გადაიყვანეს.

ავტორი: Prime Time

X