00:51 | 2021-06-26 ავტორი: Prime Time

რეზიდენტურას მოვრჩი – როდის დაიწყებს პრაქტიკულ საქმიანობას გიორგი ღოღობერიძე

რეზიდენტურას მოვრჩი – როდის დაიწყებს პრაქტიკულ საქმიანობას გიორგი ღოღობერიძე

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

 

მისი თქმით, ის რეზიდენტურას მორჩა.

 

 

 

„ისე მართლა, რეზიდენტურას მოვრჩი… უკვე დავასრულე ჩემი სწავლება და შეიძლება ითქვას, უკვე ერთი ნაბიჯია პრაქტიკული საქმიანობისკენ.“ – ამბობს გიორგი.

 

შეგახსნებთ, ექიმ-რეზიდენტ გიორგი ღოღობერიძის კრიტიკას „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა.

 

გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა და ექიმმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ ის ჯერ რეზიდენტია და არა ექიმი. ღოღობერიძე კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო რჩევების გამო გააკრიტიკეს.

 

ავტორი: Prime Time

X