23:23 | 2021-06-26 ავტორი: Prime Time

„ამ ვიდეოზე თუ გაგეცინებათ, ჯოჯოხეთში მოხვდებით!“ – უბედურებაზე არ იცინიან (ვიდეო)

„ამ ვიდეოზე თუ გაგეცინებათ, ჯოჯოხეთში მოხვდებით!“ – უბედურებაზე არ იცინიან (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მოქალაქეების თვალწინ სამაშველო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მოვლენები მოსალოდნელი შედეგით არ სრულდება.

 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მაშველი, რომელიც დაშავებულის მდინარის კალაპოტიდან ამოყვანას ცდილობს.

 

სამაშველო პროცესის პარალელურად ვიდეოში ქალის ხმა ისმის, რომელიც მეგაფონის საშუალებით მაშველს შეძახილებით ამხნევებს. ვიდეოში ჩანს, რომ მაშველი კაცის დახმარებას თოკის მეშვეობით ცდილობს. დაშავებულის დახმარება კი ფატალურად სრულდება.

 

სოციალური მედიის მომხმარებლებმა ვიდეო გააზიარეს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „სამაშველო მუშაობა ჩემი გატაცებაა“, „ამ ვიდეოზე თუ გაგეცინებათ, ჯოჯოხეთში მოხვდებით!“ და ა.შ.

 

მოვლენების ამგვარი განვითარების გამო ვიდეო მომხმარებლებისთვის სახალისო გახდა.

 

 

ავტორი: Prime Time

X