
ქართული ხმების სოლისტი ზურაბ ბაკურაძე დღეს დაკრძალეს. მომღერალი მუხადგვერდის ძამათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ზურა ბაკურაძე ბოლო გზაზე გააცილეს მეგობრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა.
შეგახსენებთ, „ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შქმერში გზა ჩავარდა. მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში გადაიჩეხა. ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა.
ზურა ბაკურაძე დღეს დაკრძალეს.






















