
პედოფილები საკმაოდ ფრთხილი და ვერაგი ხალხია, იციან, როგორ არ აწამონ ბავშვი, როგორ მიიჩვიონ და როგორ მოატყუონ და ა.შ. სამწუხაროდ, ბევრი პრაქტიკა დაგვიგროვდა და გთხოვთ, მშობელს ნურც არაჰიგიენურობას დააბრალებთ და ნურც უყურადღებობას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რითაც სამეგრელოში მომხდარ ძალადობის ფაქტს ეხმაურება.
„მშობელი უნდა ვალაპარაკოთ ტელევიზიაშიო, მართლა არ ვიცი, რატომ ან რა უნდა ისაუბროს ამ დროს მშობელმა… მე რომ ამ ბავშვს ვიცავდე (უკვე შევთავაზეთ, მაგრამ ჯერ არ დათანხმებულან), მშობელს ვთხოვდი მაქსიმალურ კონფიდენციალურობას.
ასევე, ნუ ულანძღავთ ამ ბავშვებს დედას. თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ ბავშვის გაუპატიურება ანალურად და ვაგინალურად, ასე არ ხდება პრაქტიკაში ხშირად. პედოფილები საკმაოდ ფრთხილი და ვერაგი ხალხია, იციან, როგორ არ აწამონ ბავშვი, როგორ მიიჩვიონ და როგორ მოატყუონ და ა.შ. სამწუხაროდ, ბევრი პრაქტიკა დაგვიგროვდა და გთხოვთ, მშობელს ნურც არაჰიგიენურობას დააბრალებთ და ნურც უყურადღებობას. ისეთ დედებს ვიცნობ, ბუზს რომ არ აჯენდნენ შვილს თავზე, მაგრამ ძალიან ახლო ნათესავისაგან და მეზობლისაგან ვერ დაიცვეს შვილი. კარგი დედისთვისაც ვერ უთქვამს შვილს დროულად. ბავშვს თუ წინასწარ არ აქვს ინფორმაცია პედოფილიაზე და თავდაცვაზე, ვერაფერს ხვდება და ვერანაირად ვერ იცავს თავს როგორც წესი. ამიტომ გაეშვით დედის ლანძღვას,“ – წერს ბაია პატარაია.
და არა, ოდნავადაც არ ხართ ჩვენზე მეტად აღშფოთებულები და გაბრაზებულები!“, – წერს ბაია პატარაია.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.
„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, სავარაუდო დამნაშავეების მხრიდან გოგონაზე ძალადობა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროკურატურის ცნობით, სავარაუდო დამნაშავეები დაზარალებული გოგონას დაზეც ძალადობდნენ. სავარაუდო დამნაშავეების ოჯახი ფაქტს უარყოფს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.






















