23:54 | 2021-06-28 ავტორი: Prime Time

„მიკლავდნენ ასე უნამუსოდ… აი სად ვცხოვრობთ ჩვენ“ – მაია კაჭკაჭიშვილი დედის შესახებ 

„მიკლავდნენ ასე უნამუსოდ… აი სად ვცხოვრობთ ჩვენ“ – მაია კაჭკაჭიშვილი დედის შესახებ 

კომპოზიტორი, მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში დედის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთ კლინიკაში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. 

 

კომპოზიტორი ალაიზების შედეგის არასწორად განსაზღვრაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მკურნალობაც, შესაძლოა, ტრაგედიით დასრულებულიყო.

 

მაია კაჭკაჭიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

 

„მოკლედ ისეთი გამწარებული ვარ არ ვიცი რა გავაკეთო, სამი დღის წინ დედაჩემს ავუღე დედიმერის ანალიზი ჯოენის კლინიკაში და მოვიდა პასუხი, რომ აქვს სამჯერ მაღალი. ამიტომ მკურნალმა ექიმმა შესაბამისად დანიშნა ქსარელტო.

 

დავალევინე და საღამოს აუტყდა სისხლდენა, ექიმმა იეჭვა და სასწრაფოდ ისევ აიღეთ იგივე ანალიზიო და ქალს ნორმაში აქვს თურმე და მიკლავდნენ ასე უნამუსოდ. აი სად ვცხოვრობთ ჩვენ. ამას იმიტომ ვწერ, რომ ფრთხილად იყოთ და სულ გადაამოწმოთ ყველაფერი“- წერს კაჭკაჭიშვილი.

 

 

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X