23:58 | 2021-06-28 ავტორი: Prime Time

VIDEO: მისი ცხენი განმარტოებით იდგა… ზურა ბაკურაძის საბედისწერო ადგილი, სადაც დღეს ყველა მგლოვიარეა

VIDEO: მისი ცხენი განმარტოებით იდგა… ზურა ბაკურაძის საბედისწერო ადგილი, სადაც დღეს ყველა მგლოვიარეა

28 ივნისს “ფარული კონვერტი” ეთერში განსახვავებული ფორმატით გავიდა… შოუში, ზურას გასახსენებლად იყვნენ: ლაშა ღლონტი, დათო არჩვაძე, გია დავითიანი ზურა ხაჩიძე, ოთო ნემსაძე, ქეთი გაბისიანი, გიორგი სუხიტაშვილი, ნანა ცინცაძე, ლევან ჩხაიძე და ციცი ფალავანდიშვილი.

 

“ქართული ხმების” დაუვიწყარი და გამორჩეული მეორე ხმა, 23 ივნისს, სრულიად მოულოდნელად, ტრაგიკულად გარდაიცვალა. რაჭაზე უზომოდ შეყვარებული მომღერალი, შქმერში, ხევში გადაიჩეხა.

 

მშობლიურ სოფელ სევაში ძმასთან, ასევე მომღერალ, გივი ბაკურაძესთან ერთად წავიდა. გივი და ზურა განუყრელები იყვნენ, მეგობრული ძმობა ჰქონდათ. ტრაგედიის ადგილასაც ერთად ყოფილან…

 

წლების წინ, გივი ავტოავარიაში მოხვედრილა და სასწაულებრივად გადარჩენილა. და ახლა, როდესაც მეგობრებმა ზურას უბედურების შესახებ შეიტყვეს, სანამ მაშველები მომღერლის გადარჩენას ცდილობდნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ზურაც გამოძვრებოდა

 

„რუსთავი2“-ის გადამღები ჯგუფი რაჭაში ჩავიდა.

 

 

 

 

„მთელ სოფელს უყვარს“. „მთელი სოფელი ტირის“…

 

„მთელ ზაფხულს ერთად ვატარებდით“. „თუ ვინმე არსებობს უკეთესი ადამიანი რაჭაში და მთელს საქართველოში ვერ წარმომიდგენია“. 

 

„სულ რაჭაში იყვნენ, ძალიან უყვარდა რაჭა“.

 

„გიჟდებოდა რაჭაზე, ყველაფერში ხედავდა სიყვარულს. ნებისმიერი ცხოველი უყვარდა. ცხენი ვიცით როგორი ერთგული ცხოველია და მასაც მისნაირი ერთგული ცხენი ყავდა, დღეს სოფელში ჩავედით და მისი ცხენი განმარტოებით იდგა“.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

ავტორი: Prime Time

X