16:30 | 2021-06-29 ავტორი: თეონა ყაჭიური

როდის არის ეფექტური ბავშვებში დამატებითი ენის შესწავლა – თამარ გაგოშიძის რჩევები

როდის არის ეფექტური ბავშვებში დამატებითი ენის შესწავლა – თამარ გაგოშიძის რჩევები

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ბავშვებში ენის სწავლასთან დაკავშირებით საუბრობს.

 

იგი მშობლებს რჩევებს აძლევს, თუ როდისა რის უკეთესი ბავშვმა მეორე ენის შესწავლა დაიწყოს და როდის არის ეს ჩვენი შვილებისთვის დამაზიანებელი.

 

როდიდან უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს მეორე ენა?

 

როგორც თამარ გაგოშიძე ამბობს, ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს. ზოგადად, ბავშვის თავის ტვინი არის ძალიან პლასტიკური, ადვილად ითვისებს ინფორმაციას, არის ცნობისმოყვარე, მკვლევარი.

 

„არ არსებობს კრიტიკული პერიოდი იმისი, თუ როდის სჯობს მეორე ენის დაუფლება. 3-5 წლის ასაკში ენის სწავლება ძალიან ეფექტიანია და 11-12 წლის ასაკშიც ძალიან ეფექტიანია, ისევე როგორც 17 წლის ასაკში. ენის პარამეტრებით ეფექტი განსხვავებულია. 3-5 წლისა და 11-12 წლის ასაკში ნასწავლი ენების შემთხვევაში, ​ტესტებში უკეთესი მონაცემები 11-12 წლის ასაკში ნასწავლ ბავშვებს აქვთ.

 

ამ ასაკში ბავშვებს კოგნიტიური სტრატეგიები სხვანაირად აქვთ განვითარებული. ენას ვინც ასწავლის, მან ძალიან კარგად იცის, რომ სამი წლის ბავშვს განსხვავებული მიდგომა სჭირდება, 7 და 11 წლის ბავშვს სხვანაირი. არც 3-4 წლის ასაკშია ტრაგედია, თუ ბავშვს ვასწავლით მეორე ენას, მაგრამ ეს სწავლება, ბუნებრივია, არის თამაში, ენობრივი გარემოს შექმნა. უკვე 8-12 წლის ასაკში ეს არის შემეცნებითი სტრატეგიები, თუ როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა კონკრეტული ენა,“ – აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.

 

რა შემთხვევაში არის მეორე ენის სწავლა დამაზიანებელი? 

 

ნეიროფსიქოლოგი ასევე განამრტავს, როდის არის დამაზიანებელი ბავშვისთვის დამატებითი ენის შესწავლა. 

 

„​თუ ბავშვს თავისი ენა არ აქვს ათვისებული იმ ასაკისთვის, ეს საქმეს ართულებს. დღეს ძალიან ბევრ ბავშვს აქვს მეტყველების განვითარების შეფერხება. თუ ბავშვს თავის ენაზე საუბარი და ენობრივი სისტემები ასაკობრივად არ აქვს განვითარებული, ასეთ შემთხვევაში მეორე ენის სწავლება არის დამაზიანებელი“,- ამბობს თამარ გაგოშიძე.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X