18:49 | 2021-06-29 ავტორი: Prime Time

„დიდად არ გვკითხულობს“ – ეკა ხოფერია უფროს შვილთან ურთიერთობაზე

„დიდად არ გვკითხულობს“ – ეკა ხოფერია უფროს შვილთან ურთიერთობაზე

ჟურნალისტი ეკა ხოფერია, რომელიც სხვადასხვა დროს, არაერთი სატელევიზიო შოუს წამყვანი იყო, 2020 წელს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა.

 

ეკა სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია და ოჯახურ, პირად თუ საქმიან ფოტოებს გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს. ამჯერად ჟურნალისტი, ეკა ხოფერია შვილზე, ანანო ლევიძეზე საუბრობს. ის instagram გამომწერებს პასუხობს და ამბობს, რომ ანანო ამჟამად ძალიან დაკავებულია.

 

„ანანო დისერტაციას წერს და მუშაობს და ისიც დიდად არ გვკითხულობს. კითხვაზე, როგორ ხარ, კარგად შენ? – ასე გვპასუხობს“ – წერს ეკა ხოფერია შვილზე.

 

 

ცნობისთვის, ესპანეთში წასვლამდე ანანო ლევიძე აქტიურად იყო დედის საქმიანობაში ჩართული და გადაღებებშიც ხშირად მონაწილეობდა.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X