23:14 | 2021-06-30 ავტორი: თამარ გონგაძე

„პლატონური, უთქმელი სიყვარული მქონდა და ყველა სიმღერას მისთვის ვწერდი“ – დათო ევგენიძე მაია ჯაბუას გარდაცვლილ დაზე

„პლატონური, უთქმელი სიყვარული მქონდა და ყველა სიმღერას მისთვის ვწერდი“ – დათო ევგენიძე მაია ჯაბუას გარდაცვლილ დაზე

28 ივნისს მაია ჯაბუას უფროსი და გარდაეცვალა. მედიკოსი ნინო ჯაბუა სიმსივნეს ებრძოდა. ჯაბუების ბავშვობის მეგობარი, მუსიკოსი და პოეტი, დათო ევგენიძე ნინოს “პრაიმტაიმთან” იხსენებს…

 

დათო ევგენიძე: – მაია რომ გავიცანი, მეშვიდე კლასში ვიყავი. იქიდან მოყოლებული ვმეგობრობ დებთან. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.

 

მაიასადმი პლატონური, უთქმელი სიყვარული მქონდა და ყველა სიმღერას მისთვის ვწერდი. ეს ნინომაც იცოდა, მთელმა ოჯახმა და საერთოდ ყველამ. ეს ისეთი სისუფთავე იყო, რომ დასამალი არც არაფერი მქონდა.

 

მე რომ ვოხუნჯობდი, ყველაზე მაგრად ნინო იცინოდა. ჩემს ხუმრობებს ყველაზე უკეთ ის აღიქვამდა. იმ წამიერი რეაქცია ჰქონდა, რაც ყოველთვის, როცა ხუმრობ, გახარებს.

 

ნინო ჩვენზე უფროსი გახლდათ და ჩვენი მფარველი ანგელოზივით იყო. გვივლიდა და გვგულშემატკივრობდა…

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X