
პანიკური შეტევა ქალებში 2-ჯერ მეტად უფრო გავრცელებულია, ვიდრე კაცებში. შეიძლება ნებიმისმიერი ასაკიდან დაიწყოს, მაგრამ ძირითადად, 25 წლის ასაკიდან იწყება და არ არის გამორიცხული, წლები გაგრძელდეს.
პანიკური შეტევა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, განსაკუთრებით, დღევანდელ პირობებში. ხშირია, ისეთ ადამიანებში, რომლებიც სტრესულ გარემოში იმყოფებიან.
„ექიმების“ წამყავნი, ლევან ქარაზანიშვილი ამბობს, რომ პანიკური შიში ფიზიკურ საფრთხეს არ წარმოადგენს, ამიტომ სასწრაფოს გამოძახება აუცილებელი და საჭირო არ არის.
„ძალიან ხშირად მესმის ჩემი პაციენტებისგანაც და განსაკუთრებით მათგან, ვინც მარტო ცხოვრობს, რომ სასწრაფოს იძახებენ რომ იგრძნონ სითბო და სხვებისგან ზრუნვა. სასწრაფოს მისვლის შემდეგ მშვიდდებიან. ამის გაკეთება საჭირო არ არის“, – ამბობს ექიმი.
„ექიმები“ 3 მარტივ ტექნიკას გვასწავლიან, რომელიც პანიკური შეტევის დროს დაგვეხმარება:
რეზო ომიაძე: პირველი, ეს სუნთქვის რეგულირებაა. შეტევის დროს ჰიპერვენტილციის შედეგად, ანუ ხშირი სუნთქვის დროს, ორგანიზმში ნახშიროჟანგის რაოდენობა მცირდება, შესაბამისად, ეს უნდა დავაბალანსოთ. ავიღოთ ქაღალდის პარკი, რომელსაც პირსა და ცხვირზე მივიდებთ. ჰაერი არ უნდა შეიპაროს, უნდა ვისუნთქოთ ნელა და თანაბრად. რამდენიმე წუთიანი ეს თერაპია პაციენტს დამშვიდებაში ეხმარება. სისხლში ნახშიროჟანგის რაოდენობა მატულობს. კლებულობს ქოშინის და შფოთვის შეგრძნებები.
ლევან ქარაზანიშვილი: მეორე რჩევა, მარტივი მეთოდია: გადავიტანოთ, ან შევეცადოთ იმ ადამიანს გადავატანინოთ ყურადღება სხვა თემაზე. ზოგჯერ ადამიანი უკუღმა კითხულობს ხოლმე რაიმე სიტყვას და შემდეგ იმას იმეორებენ.
ლევან რატიანი კი გვირჩევს, პანიკური შეტევის დროს სხვადასხვა ნივთი, სათამაშო გამოვიყენოთ და ხელში ვათამაშოთ, ეს დაგვამშვიდებს.
თიკა ფაცაციას 5 რჩევა ადამიანებს, რომლებიც იმ ადამიანის გვერდით აღმოჩნდებიან, ვისაც პანიკური შეტევა ექნება:
პანიკური შეტევა შიშითაა გამოწვეული, რომელსაც სახელს ვერ არქმევს და არ უნდა გავუბრაზდეთ.
ვუთხრათ, რომ ადრეც ჰქონდა ეს და მალე გადაუვლის
გააცინეთ
ჩაეხუტეთ ხანგრძლივად და მშვიდად
სადაც უნდა იყოთ, სახლში წაიყვანეთ
























