11:44 | 2021-07-01 ავტორი: Prime Time

„მოვა დრო, ქრისტიანული ეკლესია საყოველთაოდ ბოდიშს მოიხდის“ – ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი ლგბტ თემზე

„მოვა დრო, ქრისტიანული ეკლესია საყოველთაოდ ბოდიშს მოიხდის“ – ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი ლგბტ თემზე

მოვა დრო, როდესაც ქრისტიანული ეკლესია საყოველთაოდ ბოდიშს მოიხდის იმის გამო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარმა, მალხაზ სონღულაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, თუ ეს ასე არ მოხდა მაშინ, ამ ცივილიზაციას მომავალი არ აქვს.

 

„ღმერთმა ეს სამყარო მრავალფეროვანი შექმნა. თეოლოგიაში იმაზეც მსჯელობენ, რომ პირველი ადამიანი უსქესოა. მრავალფეროვნება საფუძველში დევს. იყო დრო, როდესაც ჩვენ შავკანიანი ადამიანების გვეშინოდა. იგივე იყო ქალებთან დაკავშირებით. დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანობა თვლიდა, რომ ქალები არ იყვნენ სრულფასოვნები კაცებთან შედარებით. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს სიბრიყვეა და შეუძლებელია ქალი ქრისტიანობის სახელით დამცირებული იყოს. მოვა დროს, როდესაც ქრისტიანული ეკლესია საყოველთაოდ ბოდიშს მოიხდის იმის გამო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს უნდა მოხდეს. ეს თუ არ მოხდა, არც ქრისტიანობას და არც ამ ცივილიზაციას მომავალი არ აქვს,“-  ამბობს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი, მალხაზ სონღულაშვილი.

 

 

ცნობისთვის, 5 ივლისს თბილისი პრაიდი რუსთაველზე “ღირსების მარშს” გამართავს.

 

დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X